18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსიდან, "სოციალ-დემოკრატებიდან", დამოუკიდებლებიდან იქნება ხმების ის რაოდენობა, რომელიც სავსებით საკმარისია - გია ჟორჟოლიანი

პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმების მოგროვება შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ თუ რაოდენობას "ევროპული საქართველოც" დაემატება.

"პატრიოტთა ალიანსიდან, "სოციალ-დემოკრატებიდან", "დამოუკიდებლებიდან" იქნება ხმების ის რაოდენობა, რომელიც სავსებით საკმარისია "ქართულ ოცნებასთან" ერთად. თუ ამას "ევროპული საქართველოც" დაემატება, კიდევ მეტი იქნება. ცვლილება გადის იმიტომ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღებისთვის და ამომრჩევლებისთვის იყოს უკეთესი,"- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით კენჭს უყრის.

დღის ამბები