18 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
ჩოხა-ახალუხს და მთაში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ ტრადიციულ სამოსს, ჩოხა-ახალუხს და მთაში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია ქვეყანაში საუკუნეებს ითვლის, დროთა განმავლობაში საბრძოლო სამოსი ეროვნული იდენტობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. ზოგადკავკასიური კულტურის ეს ელემენტი ჩოხოსან ზაალ სიხარულიძისთვის სამოსელზე მეტია.

შესამოსელი განსხვავებული იყო თავად-აზნაურობისა და გლეხობისთვის. ჩოხა-ახალუხი ძველად სადა, თუმცა ოქრო-ვერცხლით გაწყობილი მასრებით იყო შემკობილი. განსხვავებას არამხოლოდ სოციალური, არამედ გეოგრაფიული ფაქტორიც განაპირობებდა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდსაც მიენიჭა. ეთნოლოგთა აზრით, ეს სამეურნეო კულტურების სფეროს გაამდიდრებს და საქართველოს ლუდის უძველესი ქვეყნის სტატუსის მიღებაში დაეხმარება.

დღის ამბები