გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შესასვლელთან რურუას მხარდამჭერებისა და მეგობრების გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ. თუკი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე პოლიტპატიმარს გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ პერმანენტულ აქციას აანონსებენ.
შეგახსენებთ, გამოძიება გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ოპოზიციური სპექტრი კი რურუას გათავისუფლებას მოითხოვს და აცხადებენ, რომ ის პოლიტპატიმარია.ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის ნიშნად მათი მოთხოვნის არგათვალისწინების გამო საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას არ იღებს.