ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით დაიწყეთ - ამ სათაურით ვრცელ სტატიას National Geographic Traveler Food აქვეყნებს.
სტატიის ავტორი მკითხველს ურჩევს, მრავალფეროვანი ქართული სამზარეულოს გაცნობა ბათუმიდან დაიწყოს. წამყვანი ბეჭდური გამოცემა კულინარიული გიდის ფუნქციასაც ითავსებს.
გამოცემა ქართულ სამზარეულოზე წერს, რომ პოპულარობის ზენიტშია და მისი აღმოჩენისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ საქართველოა.