ახალი კლასტერი და ინფიცირების უცნობი წყარო - კორონავირუსი აღმოაჩნდა სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ შუახნის ქალს, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს დიდუბის მეტროს მიმდებარე ბაზარში ყიდდა.
ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად დიდია ქალის კონტაქტების წრე.
დიდუბის ბაზარში ეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე არ მუშაობენ, მოვაჭრეების ნაწილმა სწორედ "კურიერისგან" შეიტყო ქალის დაინფიცირების შესახებ.
მოვაჭრეების განცხადებით, ქალი დიდუბის ბაზარში მწვანილს ყიდდა, თუმცა, მათივე თქმით, ბოლო პერიოდში ქალი ბაზარში არ გამოჩენილა.
ქალი სოფელ ყარაჯალაში იმყოფებოდა, როდესაც კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.
ინფიცირებული ქალი, თელავის რაიონული საავადმყოფოში თვითონ მივიდა. მას მაღალი ტემპერატურა და ფილტვების ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. პაციენტი უკვე გადაყვანილია ინფექციურ კლინიკაში, მისი კონტაქტების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.