18 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
როგორ უნდა შეინარჩუნოს მოქალაქემ ხმის მიცემის უფლება, თუ მას არჩევნების დღეს კორონავირუსი აქვს - ვახუშტი მენაბდის განმარტება "დღის კურიერში"

როგორ უნდა შეინარჩუნოს მოქალაქემ ხმის მიცემის უფლება, თუ მას არჩევნების დღეს კორონავირუსი აქვს - "დღის კურიერის" კითხვას  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე პასუხობს.

ვახუშტი მენაბდის თქმით, შესაძლოა ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

"ხმის მიცემის უფლებამ ეს არის ამომრჩევლის უფლება და თითოეული მოქალაქის უფლება. თუმცა, ამავდროულად, ეს არ არის აბსოლუტური უფლება, ის შეიძლება შეიზღუდოს. რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მაქსიმალურად ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებობა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და გამოხატოს თავისი თავი. მაგრამ, თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი ჩართვა საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში, ცხადია, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე რომ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს ამ მიმართულებით.  ამ მხრივ ვმუშაობთ და ვცდილობთ მოვიძიოთ საერთაშორისო პრაქტიკა," - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.   

დღის ამბები