"ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ" - ამ ლოზუნგით საქართველოს სამ დიდ ქალაქში გიდები დღეს აქციას გამართავენ.
თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისინი ტურებს უსასყიდლოდ მოაწყობენ. გიდები სახელმწიფოს მოუწოდებენ, გააძლიერონ და აამოქმედონ შიდა ტურიზმი.
მათი განცხადებით, COVID-19-ის გამო ტურიზმის სექტორის გაჩერება მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა. ქოლგა გიდების აუცილებელი ატრიბუტია, ის დაცვის სიმბოლოც არის და სწორედ ამიტომ დღევანდელ აქციაზე მონაწილეები ქოლგებით მივიდნენ. მსგავსი აქცია პირველად უნგრეთში გაიმართა.
გიდები დღეს სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურებიან მომხმარებლებს, ეს სიმბოლური ღონისძიება იქნება.
გიდების განცხადებით, რომ აუცილებელია მოსახლეობამ და მთავრობამ გაიაზროს რა როლი აქვთ შიდა ტურიზმში გიდებს.