18 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
საქართველოში წელს ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში იმყოფება ერთი პაციენტი, რომელიც ყირიმ-კონგოს ცხელებით მკურნალობს.

თუმცა, ეზუგბაიას თქმით, ის უკვე გამოჯანმრთელდა და მალე კლინიკას დატოვებს.

"ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს ყირიმ-კონგოს ვირუსით მხოლოდ ერთი პაციენტი. საეჭვო პაციენტები გვყავს, თუმცა მათთანაც გამოირიცხა და ისინიც დატოვებენ კლინიკას მალე. ქვეყანაში სულ 10 დადასტურებული ყირიმ-კონგო გვყავს დღევანდლამდე და ვნახოთ დინამიკაში, როგორ იქნება,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები