27 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია - მამაკაცი ოკუპანტებმა ფეხში დაჭრეს

უკვე მეორე დღეა 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში რჩება. ის კასპის რაიონის ტერიტორიიდან მაშინ გაიტაცეს, როცა ტყეში იმყოფებოდა. გატაცებული დაჭრილია, რადგან უკანონო დაკავების დროს, მას რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს.

ახლობლების თქმით, უკანონოდ დაკავებულს ჯერჯერობით არ ჰქონია სატელეფონო კონტაქტი ოჯახის წევრებთან. გატაცებულის ახლობლები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით რეაგირება მალევე ექნება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში სროლის ხმა არ გაუგიათ.

ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა გუშინ გაიტაცეს. 33 წლის ზაზა გახელაძე ე.წ. გამყოფ ხაზთან ახლოს სოკოს მოსაგროვებლად იმყოფებოდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით ის ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდეს.

დღის ამბები