რუსთავში, "ქართლი ტექსტილის" ქარხნის მშენებლობა იწყება, ობიექტი 4 თვეში გაიხსნება და დაახლოებით 3 000 ადამიანს დაასაქმებს. ადგილზე პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობის საზრუნავი სწორედ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა.
"ქართლი ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრთან და ინვესტორებთან ერთად ჩადო.
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის საინვეტიციო პროექტების განხორციელება პანდემიის პირობებში ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
"ეს არის შესანიშნავი პროექტი, მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში შეიტანს თავის წვლილს და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო, მთავრობა გვერდში უდგას მსგავს ინვესტიციებს და მსგავს პროექტებს. მნიშვნელოვანია, რომ აჭარა ტექსტილის მოღვაწეობის შედეგად ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.