ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 2 პირი დააკავეს. ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ, როგორც ერთ-ერთ ინტერნეტ ნარკოპლატფორმაზე, ასევე სოციალურ აპლიკაცია "ტელეგრამში".
ონლაინ მაღაზიები სხვადასხვა სახის კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახდენდნენ.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 180 აბი "ექსტაზი" ამოიღეს. საცხოვრებელი სახლიდან კი, 4,200 აბი "ექსტაზი" და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები - "მდმა", "ჰაშიში", "კოკაინი" და "მარიხუანა" ამოიღეს.
დაკავებულების მეზობლები ამბობენ, რომ მათ კორპუსში რამდენიმე დღის წინ, საეჭვო გოგო და ბიჭი შეამჩნიეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.