18 მაისი 2024,   16:10
ვრცლად
"დოსიე" რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების არჩევნებში ჩარევის შესახებ გამოძიების მესამე ნაწილს აქვეყნებს

ცენტრი "დოსიე" რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების არჩევნებში ჩარევის შესახებ გამოძიების მესამე ნაწილს აქვეყნებს. მასალა ამჯერად გენერალ ჩერნოვს ეხება. ჩერნოვი პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

პუბლიკაციაში ჩერნოვის ბიოგრაფიულ ცნობებსა და მის კავშირებზეა საუბარი. ასევე დასახელებული არიან ის ადამიანები, რომლებიც ვლადიმერ პუტინს სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

გამოცემის ცნობით, შესაძლოა, გენერალი ჩერნოვი ახლო მომავალში თანამდებობიდან გაათავისუფლონ. "დოსიემ" მანამდე ვრცელი მასალა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კრემლთან დაკავშირებული პირები "პატრიოტთა ალიანსს" ფინანსურად ეხმარებოდნენ და მათ საარჩევნო კამპანიას გეგმავდნენ.

დღის ამბები