18 მაისი 2024,   16:10
ვრცლად
ნავალნის მოწამვლას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან, ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლას, მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ და რუსეთის ხელისუფლებას სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ.

უკიდურესად დაგმო რუსი ოპოზიციონერი ლიდერის სამხედრო ხარისხის ნერვული აგენტით გაჩუმების მცდელობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც. მისი თქმით, დასავლეთი ყურადღებით მოეკიდება რუსეთის ქმედებებს და შესაბამისად იმოქმედებს.

ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა.

დღის ამბები