17 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - სამართალდამცველებმა 46 აქტივისტი დააკავეს

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მინსკში ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა 46 აქტივისტი დააკავეს. პოლიციის განმარტებით, აქცია არასანქცირებული იყო. პარალელურად, დამატებითი დეტალები ვრცელდება კოლესნიკოვას დაკავებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერის თანაგუნდელების ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ, რის შემდეგაც კოლესნიკოვამ უკრაინაში დეპორტაციის თავიდან ასაცილებლად საკუთარი პასპორტი დახია.

მანამდე ბელარუსის სახელმწიფო მედია ავრცელებდა ვერსიას, რომ მარია კოლესნიკოვამ და ორმა ოპოზიციონერმა ქვეყანა დატოვეს და უკრაინაში გადავიდნენ.

მოგვიანებით, კოლესნიკოვას საზღვართან დაკავება დაადასტურა ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტმა. 

დღის ამბები