17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ბელარუსში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

ბელარუსში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. მინსკის ცენტრში პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ქალი აქტივისტები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა ბელარუსი ოპოზიციონერების დაკავება გააპროტესტეს. ქვეყანაში საპროტესტო ტალღა ერთი თვეა არ წყდება.

მომიტინგეები პრეზიდენტს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ალექსანდრ ლუკაშენკო კი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.

დღის ამბები