18 მაისი 2024,   14:53
ვრცლად
ალექსეი ნავალნი კომიდან გამოსვლის შემდეგ კლინიკიდან პირველ ფოტოს ავრცელებს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანული მხარის ცნობით მოწამლეს, კომიდან გამოსვლის შემდეგ კლინიკიდან პირველ ფოტოს ავრცელებს.

"მენატრებით. ჯერ კიდევ მიჭირს მოქმედება, თუმცა გუშინ, მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი. არანაირი დახმარება დამჭირვებია," – წერს ის "ინსტაგრამის" პირად გვერდზე.

ალექსეი ნავალნი 19 დღიანი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოიყვანეს. გერმანული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი "ნოვიჩოკის" მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

დღის ამბები