09 სექტემბერი 2026,   23:36
ვრცლად
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მოსახლეობა იტალიაში დაკავებული ბორის წიკლაურის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მოსახლეობა იტალიაში დაკავებული ბორის წიკლაურის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს.

დაკავებულის ოჯახის წევრები და თანასოფლელები დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება იტალიასთან, რომ არ მოხდეს 41 წლის კაცის რუსეთისთვის გადაცემა.

მათი განმარტებით, საქმე ეხება 1999 წელს  რუსეთის ფედერაციაში ქალაქ ნოვოპავლოვსკში თავდაცვის მიზნით ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბორის წიკლაური გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2000-წლიდან ახალი მტკიცებულებების საფუძველზე მასზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

2019 წელს წიკლაური საქართველოდან იტალიაში გაეემგზავრა, თუმცა ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს და სამართალდამცველებმა ის აეროპორტში დააკავეს.

იტალიის სასამართლოს განჩინებით დაკავებულის რუსეთში ექსტრადირება რამდენიმე დღეში იგეგმება. ახლობლების განცხადებით, ბორის წიკლაურის რუსეთისთვის გადაცემა კანონდარღვევაა, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა და შესაბამისი უწყებები ვალდებულები არიან მისი სამშობლოში ექსტრადირება მოითხოვონ.

დღის ამბები