19 მაისი 2024,   22:36
ვრცლად
ბოლო ორი დღის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

ბოლო ორი დღეა, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 350 ათასზე მეტი პაციენტი დაინფიცირდა.

კვლავ მთავარ კერად რჩება ევროპა - შემთხვევების რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა საფრანგეთში - ქვეყანაში დღეს 20 ათასზე მეტი ახალი პაციენტია.

მარტის შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა იტალიაშიც. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5 ათასზე მეტი ახალი ფაქტი დარეგისტრირდა.

5 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა პოლონეთში.

კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ერთ დღეში, 60 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიის გამო, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე დებატები აღარ გაიმართება.

დღის ამბები