17 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
იმედი მაქვს შემდეგ შეხვედრაზე შესაძლებელი გახდება შეთანხება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი  მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება მოხდა. 

არჩილ თალაკვაძის თქმითვე, ხელახალი არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება და ამასთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" მკაფიო პოზიცია საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა.

"პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. ნამდვილად, ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ, გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.

მე მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ შევძლებთ პოზიციების უკვე ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება.

განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირეთ არაერთხელ და რასაკვირველია, ეს არ შეიცვლება, განმეორებით არჩევნებს "ქართული ოცნება" არ განიხილავს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ გააკეთა თავისი არჩევანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. 

შემდეგი შეხვედრის შესახებ შეთანხმება ვერ მოხდებოდა, დღევანდელი შეხვედრა რომ არ ყოფილიყო წინგადადგმული ნაბიჯი," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები