17 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
საქართველოს სტრატეგიული ერთიანობა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციის გასაღებია - ანდრიუს კუბილიუსი

ევროკავშირისა და ევრონესტის თავმჯოდომარე ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საშუალებით გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული ერთიანობა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციის გასაღებია.

კუბილიუსი მიიჩნევს, რომ ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიაღწიოს ერთობლივ შეთანხმებას, რათა ეროვნული კონსენსუსი შედგეს, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნებს უნდა მოიცავდეს, ეს კი პარლამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირებითაა შესაძლებელი.

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მკაფიო ამბიციას აჩვენებს და ამ მიმართულების შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. მისივე განმარტებით, ეროვნული პოლიტიკური კონსენსუსი მთავარი ფაქტორია საგარეო პოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელად, რომელიც ძირითადად რუსეთიდან მოდის.

"ეს გადამწყვეტი მომენტია დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში, რომლისთვისაც პოლიტიკური არასტაბილურობის ფასი დიდი იქნება და შესაძლოა საქართველოს მომავალზე გრძელვადიანი გავლენა იქონიოს,"-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები