17 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება - შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 8 დეკემბერს გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, მეათე მოწვევის პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის, რის შემდეგაც ის სიტყვას ყველაზე უხუცეს დეპუტატს გადასცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს სხდომას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე წარუძღვება. 

დღის ამბები