17 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
პოლიტიკური ხარაკირია, თოკს ხომ არავის გამოვკიდებთ, ვისაც უნდა შევა - გიგი უგულავა

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიუხედავად ბოიკოტისა რამდენიმე ოპოზიციონერი კანდიდატი მაინც აპირებს პარლამენტში შესვლას, ოპოზიციის განცხადებით, ვინც პერსონალურად ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ის იმასაც უნდა აცნობიერებდეს, რომ ამ დღიდან მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი დაიწყება.

როგორც "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა განმარტავს, ის დარწმუნებუალია, რომ 11 დეკემბერს "ქართული ოცნება" მარტო დარჩება.

"უთავმოყვარეობა აღარაა, პოლიტიკური ხარაკირია საერთოდ პარლამენტში შესვლა, ნებისმიერი პირისგან დღევანდელი კობახიძის განცხადების შემდეგ. მეორე - ჩვენ ვხედავთ, რომ სასოწარკვეთილია ხელისუფლება. აუცილებლად ბოიკოტი, ვინც გამოაკლდება ეს მისი პრობლემა იქნება. იმას, რასაც 76 ხმა სჭირდება, ისინი ისედაც გააკეთებენ, ამიტომ გაკოპწიება და გაწიკწიკება, ამის გამო შეცუნცულება პარლამენტში მე მგონი არ  ღირს, საკუთარი პრინციპების გადაბიჯება ამ ვითომ დაპირების გამო. თოკს ხომ არავის გამოვკიდებთ, ვისაც უნდა შევა. მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ 11 დეკემბერს "ქართული ოცნება" იქნება მარტო," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები