17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
პარლამენტში ყველა უნდა შევიდეს, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის - ანდრიუს კუბილიუსი

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. ევროპარლამენტარების განცხადებით პოლიტიკური პროცესის დასტაბილურებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობა დაიწყოს რადგან განაცხადი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში აქვს გაკეთებული, სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას მოითხოვს:

"ჩვენმა წარმომადგენლებმა ბატონმა ჰარცელმა და ქალბატონმა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, პირველ რიგში მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ფასილიტატორების დახმარებით მოხდა 8 მარტის შეთანხმების შესრულება, ახლა კი აუცილებელია გაგრძელდეს მოლაპარაკებები რათა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით შეწყდეს ბოიკოტი. დარწმუნებული ვარ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის," - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სვენ მიქსერი.

ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს რომ წლების განმავლობაში მიღწეული წარმატება შესაძლოა პარლამენტში ოპოზიციის არშესვლით განადგურდეს, ამიტომ ის ოპოზიციას მოლაპარაკებების გაგრძელებისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს:

"ჩვენ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მუდმივი კავშირი გვაქვს ჰარცელთან და აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან. არსებული ვითარება ნამდვილად არაა საქართველოსთვის მომგებიანი. წლების განმავლობაში მიღწეული წარმატება შესაძლოა პარლამენტში ოპოზიციის არშესვლით განადგურდეს, აუცილებელია მივაღწიოთ შეთანხმებას, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და პარლამენტში ყველა შევიდეს, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის," - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

 

დღის ამბები