17 ნოემბერი 2024,   15:05
ვრცლად
"გირჩი მეტი თავისუფლება" - ზურაბ ჯაფარიძე ახალ "გირჩს" აფუძნებს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღეს, ახალ "გირჩს" აფუძნებს, რომლის სახელწოდებაც - "მეტი თავისუფლება-გირჩი" იქნება.

დღეს პარტიის თავმჯდომარესაც აირჩევენ, ყრილობა დაახლოებით სამ საათში დაიწყება.

"გავაგრძელებთ ისევ იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდა "გირჩი". ჩვენ არ ვიყავით 4 წელი პარლამენტში და მიუხედავად ამისა, ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი დავდეთ და რაც მთავარია, ამ ქვეყანაში გავაჩინეთ ათობით ათასი ადამიანი, რომელსაც სჯერა თავისუფლების იდეის. "გირჩი მეტი თავისუფლება" იქნება პარტიის სრული სახელი. ყრილობაზე 500-ზე მეტი დამფუძნებელი იქნება შეკრებილი,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

დღის ამბები