"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, იმისთვის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, აუცილებელია მათი მოთხოვნები შესრულდეს და პირველ რიგში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.
გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია.
"ეს არის პარლამენტი, სადაც ბრიყვულად გამოდიან და იძახიან, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ვართო და გიჟებივით სხედან მარტო სახლში. რა უნდა ელაპარაკო?! ვიდრე ოპოზიცია შევა პარლამენტში, მანამდე რიგგარეშე პარლამენტი უნდა დაინიშნოს," - განაცხადა გიგი უგულავამ.