პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არც პარლამენტი და არც მთავრობა არ ადგენს ტარიფის ზრდას კომუნალურ გადასახადებზე.
მისი განმარტებით, მთავრობის პასუხისმგებლობა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა შეჭირვებულ ოჯახებს დაუსუბსიდიროს.
"მთავრობა და არც პარლამენტი არ ადგენს ჩვენს ქვეყანაში დენის და გაზის ტარიფს, ამას ადგენს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო.
მაგრამ, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ამაზე უკვე გითხარით, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ასეთ პირობებში როგორ სუბსიდირებას რასაც ვეძახით, დავუფინანსოთ სოციალურად ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს ის ზრდა, რომელიც სამწუხაროდ სახეზეა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსნებთ, სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1 იანვრიდან ამოქმედდება.