17 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
თებერვალ-მარტში პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული, არც სამპარტიული, იქნება სამზე მეტი - ირაკლი კობახიძე

რამდენ პოლიტიკურ სუბიექტს ელოდებით 2021-ში პარლამენტში? - ამ კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს მიმართა.

ირაკლი კობახიძის პროგნოზით, თებერვალ-მარტში პარლამენტში 3-ზე მეტი ოპოზიციური პარტია შევა.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა. როგორც კობახიძე ამბობს, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მინიმუმ 5 პარტიასთან შედგა საუბარი და ის თავადაც იყო არაპირდაპირ თუ პირდაპირ საუბრებში ჩართული.

"ჩვენი ვარაუდი არის, რომ უკვე თებერვალ-მარტში პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული, არც სამპარტიული. იქნება სამზე მეტი. ჯერ დაკონკრეტება მართლა რთულია, მაგრამ პროცესი აუცილებლად დაიწყება და ეს მოხდება წლის დასაწყისიდან. თებერვალში იწყება სესია და დასაწყისშივე ვფიქრობთ, რომ გამოიკვეთება სიახლეები. შეიძლება ყველა წამოვიდეს.

მე შემიძლია გითხრათ, რომ პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც იყო ეს, რომ მათ გარეშეც გვქონოდა კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია შედგა ამ პარტიების უმრავლესობასთან, უმრავლესობა არის მინიმუმ 5 რვიდან. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრი, 3-4-ზე მეტი წევრი იყო ჩართული ასეთი ტიპის კომუნიკაციაში მინიმუმ 5 პარტიასთან. მეც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული ვიყავი ბუნებრივია მთლიანად ამ პროცესში, მათ შორის კომუნიკაციის ამ ნაწილში, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ეს არ ეხებოდა 2 და 3 პარტიას, მეტთან მქონდა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩართულობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები