17 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ირაკლი კობახიძის თქმით, მინიმუმ 5 პარტიასთან ელჩების გარეშე კომუნიკაცია შედგა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა.

როგორც კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მინიმუმ 5 პარტიასთან შედგა საუბარი და ის თავადაც იყო არაპირდაპირ თუ პირდაპირ საუბრებში ჩართული.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც იყო ეს, რომ მათ გარეშეც გვქონოდა კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია შედგა ამ პარტიების უმრავლესობასთან, უმრავლესობა არის მინიმუმ 5 რვიდან. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრი, 3-4-ზე მეტი წევრი იყო ჩართული ასეთი ტიპის კომუნიკაციაში მინიმუმ 5 პარტიასთან. მეც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული ვიყავი ბუნებრივია მთლიანად ამ პროცესში, მათ შორის კომუნიკაციის ამ ნაწილში, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ეს არ ეხებოდა 2 და 3 პარტიას, მეტთან მქონდა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩართულობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები