17 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
მნიშვნელოვანია პარტიებს შორის არსებობდეს კონკურენცია, სწორედ ამას უსვამდა ხაზს ბიძინა ივანიშვილი - შალვა პაპუაშვილი

ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის იყოს ჯანსაღი კონკურენცია და არა ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

"დემოკრატია სწორედ ის არის, რომ ხელისუფლების ცვლილება ხდება. სწორედ ამას უსვამდა ხაზს ბიძინა ივანიშვილი, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს პარტიებს შორის ჭიდილი, კონკურენცია და ამის შედეგად ჩამოყალიბდეს ხელისუფლება. სამწუხაროდ, ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ეს არის არა ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების ნაწილი, როდესაც ის პარლამენტში ხვდება, არამედ ის უბრალოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის," - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა.

"ქართული ოცნების" წევრების თქმით, ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას, ოპოზიციამ თავისი რეალური სახე გამოავლინა.

"როგორც მოსალოდნელი იყო ამ ინტერვიუს შემდეგ ის კომენტარები, რომელიც ჩვენ უპასუხისმგებლო ოპოზიციიდან ვნახეთ, კიდევ უფრო მოხდა მათი რეალური სახის ლუსტრირება. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახა ის ისტერია რაც მათ გააჩნიათ, თუმცა ეს არის სამწუხაროდ მათი რეალური სახე, რომელიც ეფუძნება სიძულვილის ენას, შუღლისა და ბოღმის განვითარებას. მსგავს მანკიერ თვისებებს რასაკვირველია არც ქართულ პოლიტიკაში და არც საზოგადოებაში მომავალი ნამდვილად არ აქვს," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები