"გირჩის" წევრ ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი მას დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა. ვახტანგ მეგრელიშვილი მზაობას გამოთქვამს, რომ შეხვდეს სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებსაც.
"მე მომწერა დღეს ლევანმა და ხვალ შევხვდებით. მაგრამ მე ანალოგიურად მივწერე ნიკა მელიასაც, გიორგი ვაშაძესაც, ბადრი ჯაფარიძესაც და მათთანაც მინდა ხვალ შეხვედრა.
საშინაო დავალება არის, ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა, ამით მივიდეთ უკვე მოლაპარაკებაზე და მკაფიოდ მომლაპარაკებლებისთვისაც ნათელი იყოს ოპოზიციის საერთო პოზიცია, ამის შემდეგ უკვე დავინახავთ ბიძინა ივანიშვილ-წასული "ქართული ოცნება" რა პოზიციაზე მოვა მოლაპარაკების მაგიდაზე და მერე შეგვიძლია უკვე კომენტარები ვაკეთოთ ამ თემაზე," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.