ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. პირველ ეტაპზე, ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგი იგეგმება. მიზანი ერთია - მოხდეს პოზიციების შეჯერება.
ასევე, კონსულტაციებში მონაწილე პირები უნდა შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები. ეს ყველაფერი კი უნდა გაგრძელდეს საკანონმდებლო დონეზე, რაც, თავისთავად, ითვალისწინებს პარლამენტში მუშაობას.