01 მაისი 2024,   17:16
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართავს შეხვედრას. შეხვედრის შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. დღესვე ზურაბიშვილი იუსტიციის საკითხებში ევროკომისარ დიდიე რეინდერსსაც შეხვდება.

პრეზიდენტი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს. საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ რთულ ეპიდვითარებას. გუშინ, დღის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს.

დღის ამბები