17 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ - ისინი არჩილ თალაკვაძეს ხვდებიან

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტში მივიდა - პარტია "მოქალაქეების" ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ხვდებიან.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. 

თუ რა თემებზე ისაუბრებენ შეხვედრაზე, ამ ეტაპზე, უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარი იმ პირობებს შეეხება, რომელთა შესრულებასაც პარტია "მოქალაქეები" პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ითხოვს.

დღის ამბები