ქართველი კანონმდებლები უკვე სტრასბურგში იმყოფებიან - საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეიდან იწყება.
კოლეგებს შორის დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველს პარლამენტის წევრები ვარაუდობენ, რომ სესიაზე ერთ-ერთი პირველი განიხილება საპარლამენტო ანგარიში, რომელიც ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიამ მოამზადა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის განცხადებით, შეჯამდება საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგები.
ეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიზიტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ.