17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
კარგი იქნება ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც NDI-ის კვლევაშია ასახული - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიციონერებს სადეპუტატო მანდატები არ შეუწყდებათ და პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გაგრძელდება. 

იოსელიანი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც NDI-ის კვლევაშია ასახული.

"ქართული ოცნება" თუ არ შეუწყვეტს ოპოზიციას უფლებამოსილებას, ეს იქნება კარგი და კარგი იქნება იმიტომ, რომ შესაძლებლობა მიეცემათ ოპოზიციურ პარტიებს კიდევ გადახედონ საკუთარ გადაწვეტილებას და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც NDI-ის კვლევაშია ასახული, ანუ გააგრძელონ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები