სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ვ.გ. ნარკოდანაშაულისთვის რუსთავის გზატკეცილზე დააკავეს.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და ფული.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ვ.გ.-ის თანმხლებმა პირმა - 1986 წელს დაბადებულმა ე.მ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.
ვ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.