19 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურჯაანელ ფერმერებს და კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა

რა არის საჭირო სოფლის მეურნეობის წარმატებული საქმიანობისთვის? - ამ მიმართულებით კონკრეტული წინადადებები აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გურჯაანელი ფერმერების შეხვედრაზე განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ქარსაფარი ზოლების მოწყობაზე. შეხვედრის მონაწილეებს დეპუტატებმა კომიტეტის ფარგლებში შემუშავებული პროექტი წარუდგინეს, მოისმინეს მათი მოსაზრებები.

"უახლოეს მომავალში ვაპირებთ, დავაინიციროთ კანონპროექტი ქარსაცავი ზოლების შესახებ, რომელიც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა მოსავლიანობის ზრდისთვის. ფერმერებისთვის, ზოგადად, ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლის არსებობა, როგორც ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ, ასევე ქარის უარყოფითი ეფექტების შესამსუბუქებლად," - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა. 

დღის ამბები