ენგურზე მომხდარ ტრაგედიას აქციები მოჰყვა თბილისსა და ზუგდიდში. ქუჩაში "სირცხვილიას" წევრები გამოვიდნენ.
ორგანიზაციის აქტივისტებმა პლაკატებით "კარანტინი კლავს"," შეწყდეს დევნილების დევნა" პროტესტი გამოხატეს.
აქტივისტების განცხადებით, სწორედ 5-დღიანი კარანტინის გავლის აუცილებლობის გამო, მოქალაქეები ცდილობენ ენგურის გადმოცურვას და ამ ფაქტს ეწირება ადამიანების სიცოცხლეც.
შეგახსენებთ, დღეს ენგურმა 3 ცხედარი გამორიყა, მეოთხე გარდაცვლილი კი დღის ბოლოს სოფელ ორსანტიაში იპოვეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიაზე გადმოსვლას ე.წ გამშვები პუნქტის გვერდით ავლის ცდილობდნენ.
მომხდარზე გამოძიება 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.