19 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
გამოძიების დაწყების შემთხვევაში, რუსთაველის თეატრი მზად არის ბესო ზანგურს ხელშეკრულება შეუწყვიტოს

რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან სამსახურში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავს და მისცემს ჩვენებას 11 წლის წინ მომხდარ ძალადობის ფაქტზე, თეატრი მზად არის შრომითი ხელშეკრულება საქმის გარკვევეამდე შეუწყვიტოს. 

"ბესო ზანგური შრომის კოდექსით არის რუსთაველის თეატრის თანამშრომელი, თუ ნინუცა მაყაშვილი შეიტანს სარჩელს, აღიძვრება საქმე, აქედან გამომდინარე, საქმის დასრულებამდე შეაჩერებს მის შემოქმედებით ცხოვრებას,"- განმარტავს რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ია შერაზადიშვილი. 

თავისმხრივ ნინუცა მაყაშვილი ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს. მსახიობი ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმიტომ გაიხსენა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მაგალითი მიეცა. 

დღის ამბები