მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხუთშაბათს და პარასკევს (29 და 30 აპრილს) 15:00-დან - 19:00 საათამდე გაიმართება.
რუსთაველის თეატრის ცნობით, გამოსვენება - რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1 მაისს, 14:00.
კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კახი კავსაძე დღეს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კახი კავსაძის გარდაცვალების გამო რუსთაველის თეატრმა 28 აპრილს დანიშნული სპექტაკლი მოხსნა.