უკვე მეორე დღეა, "რუსთავის აზოტის" 2000-მდე თანამშრომელი გაფიცულია. ისინი ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ.
შეჩერებულია ძირითადი პროდუქციის - ამონიუმის გვარჯილის და ნატრიუმის ციანიდის წარმოება. გაფიცულები საწარმოს ტერიტორიაზე არ უშვებენ სატვირთო მანქანებს სარეალიზაციო პროდუქციის გამოსატანად.
"რუსთავის აზოტში" მხოლოდ ჟანგბადის საამქრო ფუნქციონირებს, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებები ჟანგბადით მარაგდებიან.
გაფიცულებთან მოლაპარაკებებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ჩაერთო.