19 მაისი 2024,   21:39
ვრცლად
აშშ-ში მეექვსე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა - მასწავლებელმა ბავშვი განაიარაღა და პოლიციის მისვლამდე ეხუტებოდა 

აშშ-ში, აიდაჰოს შტატში, მეექვსე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა. კრისტა გნეტინგმა, მასწავლებელმა მაშინვე მყისე რეაქცია მოახდინა და ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა, ამის შემდეგ კი, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს შეიარაღებულ მოსწავლესთან თამამად მივიდა, იარაღი წაართვა. მასწავლებელი მოზარდს მანამ ეხუტებოდა, მანამ, სანამ პოლიცია ადგილზე არ მივიდა.

"ის უბრალოდ პატარა გოგონა იყო, დაუჯერებლად მიმაჩნდა რაც ხდებოდა, უბრალოდ იარაღის დანახვის თანავე ვიცოდი, რომ ეს იარაღი მე უნდა ამეღო. მე უბრალოდ ნელა გამოვართვი იარაღი, მან ნება დამრთო. ამის შემდეგ მე მას ჩავეხუტე და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მისმა მშობლებმა არ იცოდნენ პატარა გოგონას მენტალური მდგომარეობის და მისი ამჟამინდელი ყოფის შესახებ. მალევე გოგონამ ჩემთან საუბარი დაიწყო და მითხრა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, მე კი ვცდილობდი, რომ ბავშვისთვის თავი უსაფრთხოდ მეგრძნობინებინა. ჩემი აზრით, ეს მას დაეხმარა, რადგან მალევე დაწყნარდა." - ამბობს კრისტა გნეტინგი ინტერვიუში.

ფაქტი მასწავლებლის სიმამაცე გმირობად შეფასდა.

დღის ამბები