18 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
იტალიაში მსხვერპლი გაიზარდა - საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ორი ბავშვიდან ერთი გარდაიცვალა

ტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა იტალიის ჩრდილოეთით, ტბა მაჯიორესთან გუშინ მოხდა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ხუთი ისრაელის მოქალაქეა.

შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ორი ბავშვი, ისინი ვერტმფრენით ტურინში პედიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანის, 9 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეორე ბავშვს, 5 წლის ისრაელის მოქალაქეს ოპერაცია ჩაუტარდა და ის კრიტიკულ მდგომაროებაშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები