18 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
გვჯერა, რომ აეროპორტში КГБ-ს რამდენიმე აგენტიც გადმოვიდა - ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი

ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მას სჯერა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა და რომელსაც მიმართულება შეუცვალეს ბელარუსი КГБ-ს აგენტები იმყოფებოდნენ.

მისივე განმარტებით, თვითმფრინავის რეისის მიმართულების შეცვლა სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი გატაცებაა.

"როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი ჟურნალისტისა და მისი თანმხლები პირის მოშორება იყო. გვჯერა, რომ აეროპორტში КГБ-ს რამდენიმე აგენტიც გადმოვიდა.

ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი გატაცების, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მეკობრული ქმედების შემთხვევა," - აღნიშნა მაიკლ ო’ლირიმ Newstalk Breakfast-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მინსკში თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა.

დღის ამბები