12 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
"დედა და მამა მოგვიკვდა, ყველაფერი ფერფლმა დაფარა, დახმარება გვჭირდება" - კონგოში ვულკანის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვები დახმარებას ითხოვენ

კონგოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ათასობით დევნილი მეზობელი რუანდის საზღვართან არის თავმოყრილი. ლავისგან გაქცეული მოსახლეობის ზუსტი რიცხვი არ სახელდება, თუმცა ამ დროის მონაცემებით, რუანდაში 7000-მდე კონგოელმა მოიყარა თავი, რომელიც ვულკანის ფერფლს და ლავას საკუთარი სახლებიდან გაექცა.

"დედა და მამა მოგვიკვდა, ჩვენ დავობლდით, ყველაფერი ფერფლმა დაფარა, ჩვენ დახმარება გვჭირდება" - დახმარებას კონგოში, ვულკანის შედეგად უსახლკაროდ და ოჯახის წევრების გარეშე დარჩენილი ბავშვები ითხოვენ. 

ვულკან ნირაგონგოს ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, თუმცა ფერფლის ქვეშ მოქცეული დასახლებული პუნქტებიდან ასეულობით ადამიანია დაკარგული, მათ შორის, UNICEF-ის მონაცემებით, 170 ბავშვია. ათეულობით ოჯახი პანიკისა და ევაკუაციის შედეგად ერთმანეთს დაშორდა და ვეღარ პოულობს. 

ნირაგონგო აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც ორი დღის წინ ამოიფრქვა და დასახლებულ პუნქტებამდე ლავა ძალიან სწრაფად გავრცელდა. 

დღის ამბები