17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
"კომენდანტის საათი" მოხსნილია - რესტორატორთა ასოციაცია ხელისუფლებას მორიგი ინიციატივით მიმართავს

COVID-19-ის საწინააღმდეგო შეზღუდვებიდან ერთ-ერთი მთავარი აკრძალვა მოხსნილია. გასულ ღამეს მოქალაქეებს გადაადგილება 7 თვის განმავლობაში პირველად უკვე თავისუფლად შეეძლოთ.

ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებამ სხვადასხვა სფეროს მუშაობაზეც იმოქმედა, მათ შორის არის სარესტორნო ბიზნესი.

კვების ობიექტების მუშაობის დრომ ორი საათით გადაიწია და ამიერიდან ისინი 10 საათის ნაცვლად ღამის 12-ზე იხურებიან. სიახლეს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს და ხელისუფლებას მორიგი ინიციატივით მიმართავს.

შოთა ბურჯანაძე თვლის, რომ უმჯობესი იქნება თუ შეკრებების მინიმალური ოდენობა 50 გახდება, რაც რესტორნებს კანონდარღვევას და არალეგალურ შეკრებებს თავიდან ააცილებს.

დღის ამბები