16 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
რამდენად იქნება დაცული "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოება - "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

რას აპირებს პოლიცია და რამდენად იქნება დაცული "თბილისი პრაიდის" მონაწილეების უსაფრთხოება. ჯერ უცნობია, მივა თუ არა შს მინისტრი ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად  პარლამენტში.

ადამიანის უფლებების კომიტეტზე ვახტანგ გომელაურის მისვლა "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა" მოითხოვა.

ხათუნა სამნიძე კომიტეტის თავმჯდომარეს სხდომის დაუყონებლივი დანიშვნისთვის მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ რეგლამენტი დაირღვევა.

გარკვეული პროცედურების აუცილებელობაზე საუბრობს უმრავლესობა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კომიტეტი ამ საკითხზე მუშაობს.

დღის ამბები