16 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე - პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ასარჩევად 3 კვირა აქვს

ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე - პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ასარჩევად 3 კვირა აქვს.

იმისთვის, რომ არჩეული კანდიდატი 5 წლის ვადით გახდეს ცესკოს თავმჯდომარე, დეპუტატების მინიმუმ 100 ხმა სჭირდება, არასაკმარისი ხმების მიღების შემთხვევაში კი კანდიდატი მხოლოდ 6 თვით იქნება თავმჯდომარის სტატუსით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებს ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებს.

ოპოზიციაში თვლიან, რომ მთავარია თავმჯდომარე დამოუკიდებელი და პროფესიონალი იყოს. 

"დიდი გამარჯვებაა ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე ჟვანია აღარ არის. ჩვენ ღირსეული, მიუკერძოებელი და პროფესიონალი თავმჯდომარე გვჭირდება. ყველას მოვუწოდებ ღია კონკურსში მიიღონ მონაწილეობა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციაში ასევე თვლიან, რომ პროცესში სამოქალაქო სექტორი აუცილებლად უნდა ჩაერთოს. 

პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური, ცესკოს თავმჯდომარის ორ მთავარ კრიტერიუმს ასახელეს და ეს მისი აზრით, დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერებაა

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ახალ თავმჯდომარეს "აფერისტის სახელით არ უნდა იცნობდნენ".

მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ცესკოს თავმჯდომარე დამოუკიდებელი უნდა იყოს, როგორც პოლიტიკური პარტიებისგან, ასევე მესამე სექრტორისგან. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ შეაფასეს თამარ ჟვანიას საქმიანობა და თქვენს, რომ ის ძალიან უსამართლო კრიტიკის ობიექტი იყო.

"მნიშვნელოვანია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი სრულიად ინკლუზიური იყოს. დასრულდა ის დრო, როდესაც ვიღაც თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა. სამწუხაროა, როდესაც ადამიანის უფლებების პრეზუმცია ირღვევა, ბრალდებების წარმოდგენა და ადამიანის ბოლომდე განადგურება ხდება,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა. 

დღის ამბები