16 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარე დამოუკიდებელი ადამიანი უნდა იყოს, პოლიტიკური და არასამთავრობო სექტორისგან დისტანცირებული - ირაკლი ქადაგიშვილი

ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ოპოზიციაში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ თამარ ჟვანიას თანამდებობის დატოვება, ქვეყანაში არჩევნების გაყალბების გამო მოუწია. ხელისუფლების ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ ახალი კანდიდატი დამოუკიდებელი კეთილსინდისიერი უნდა იყოს. 

რაც შეეხება მმართველის გუნდის პოზიციას, ოპოზიციის მსგავსად, ახალი კანდიდატის მთავარ მახასიათებლად დამოუკიდებლობას ასახელებენ, თუმცა მათ მირ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, პოლიტიკური დისტანცირების მსგავსად, არასამთავრობო სექტორისგან დისტანცირებაც წარმოადგენს. 

"ცესკოს თავმჯდომარე დამოუკიდებელი ადამიანი უნდა იყოს და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც საკმაოდ დისტანცირებული. ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციემა არჩევნებში ლამის დესტრუქციული როლი შეასრულეს და მათ მიერ დაშვებული შეცდომა გახდა ერთგვარი კატალიზატორი იმ გაყალბებული არჩევნების დამანგრეველი პოლიტიკისა, რაც ოპოზიციამ აირჩია,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა გუშინ დატოვა. 

დღის ამბები