პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხელისუფლებას მოუწოდებს "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაიცვას კონსტიტუცია და ყველა ადამიანს, უსაფრთხოების გარანტიის ფარგლებში მიეცეს კანონმდებლობით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.
"მსვლელობა დაგეგმილია, უამრავი ადამიანი აპირებს მისვლას. ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმაც უნდა გააკეთონ განცხადებები, არა რომელიც წაახალისებს ან გაუჩენს განცდას მოძალადე ჯგუფებს, რომ დასჯილი არ იქნება მათი მხრიდან ძალადობრივი ფაქტები, არამედ მკაფიოდ აჩვენებს, რომ სახელმწიფო არის ადამიანების მხარეს, რომელთაც სურთ გამოიყენენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თითოეული ადამიანი იქნება დაცული ამ პროცესში.
მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, იმედს ვიტოვებ, რომ ქვეყანა, რომელიც არის ევროპული, ტოლერანტული, მრავალფეროვანი, ამ ქვეყნის ხელისუფლება შეძლებს, თან ამ პროცესს გამადიდებელი შუსით აკვირდება მთელი მსოფლიო, ჩვენი გულშემატკივრები, დაიცავს წესრიგს და ადამიანების უსაფრთხოებას,"- განაცხადა "დღის კურიერში" ხათუნა სამნიძემ.